გონიო-ბათუმის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას ილია არქანიას სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი მეგობრის, ამავე ავტომობილის მგზავრის, ნიკა მაზიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.
ორივე მათგანის ოჯახს სასწრაფო ფინანსური დახმარება ესაჭიროება. კლუბმა Boom Boom Beach მათი ახლობლების დასახმარებლად საკუთარ თავზე ივენთის ორგანიზება აიღო. ივენთზე დასწრება 10 ლარი ღირს, ბილეთებიდან შემოსული თანხა კი მთლიანად დაზარალებულ ოჯახებს გადაერიცხებათ.
ღონისძიება სტარტს დილის 10 საათზე აიღებს და საღამოს 10-ზე დასრულდება. ივენთზე დაუკრავენ როგორც ქართველი, ისე მოწვეული არტისტები.
►10:00 @ F Noise
►12:00 @ Roma J
►13:00 @ Bullet
►14:00 @ WOODLOOK
►15:00 @ Giorgi Gigineishvili
►16:00 @ Lasha Guruli
►17:00 @ Vako T
►18:00 @ Sviridov
►19:00 @ Cosmic Love Rotation
►21:00 @ Noxiron