17.8 C
Tbilisi
Saturday, September 24, 2022

18 თებერვალს „სფეისჰოლში“ Maayan Nidam დაუკრავს

18 თებერვალს „სფეისჰოლი“Maayan Nidam -ს უმასპინძლებს. დიჯეიმ და პროდიუსერმა პირველი ალბომი 2009 წელს გამოსცა, გიტარის, დრამის, სინთეზატორის, აკუსტიკური ინსტრუმენტების ერთობლიობა მის ნამუშევრებს გამორჩეულ  ხელწერას სძენს. მას რამდენიმე მუსიკალური პროექტი აქვს შექმნილი და სხვადასხვა ლეიბლთან თანამშრომლობს.

ებრაელი მუსიკოსისთვის, რომელმაც ბავშვობა არაბული, ებრაული და აღმოსავლეთ ევროპული გავლენის მქონე საზოგადოებაში გაატარა, მნიშვნელოვანია ფოლკის სიყვარული, რაც მის ნამუშევრებზეც აისახა.

უცხოელი მუსიკოსის გარდა, ამავე დღეს, ელექტროსცენის ცნობილ ქართველ წარმომადგენელს, გიო შენგელიასაც მოუსმენთ.

Latest Posts

ბოლო სიახლეები