“17 წლის ბიჭი მომიყვანეს სახედასერილი“ – ნარკოლოგის პასუხი ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეებს

0
32

ეკა ხოფერიას გუშინდელ შოუში მომღერალმა კახაბერმა ისაუბრა მსუბუქი ნარკოტიკის, როგორც თავად აღნიშნა, “მშვიდობის მცენარის“ ლეგალიზაციის აუცილებლობაზე, რომელიც მისი მოსაზრებით, ტურისტების მოზღვავებას გამოიწვევს. მას ნარკოლოგმა ჯონი ჯანაშიამ უპასუხა.

“მე ვარ პროფესიონალი ნარკოლოგი და გეტყვით ორ სიტყვას. გაღიმებულები არ დარჩეთ, ბატონებო. ენდეთ ჩემს ჭაღარას და ჩემს დიპლომს. ყველაზე რთული სამკურნალო, თუკი იკურნება, არის ჰაშიშური ფსიქოზი. ჩემი საექიმო მოღვაწეობის პირველივე დღეებში წავაწყდი ამას, როცა 17 წლის ბიჭი მოიყვანეს, სახე მთლიანად ჰქონდა დასერილი… კულისებში ორ ადამიანს მაინც დაგისახელებთ, ცნობილი ოჯახის შვილებს, რომლებიც ამისგან დაიღუპნენ…“

კახაბერმა უპასუხა, რომ ყველამ ზონა-წომა უნდა იცოდეს და მოწევა არ უნდა იყოს დაშვებული 21 წლის ასაკამდე, ისევე, როგორ დალევა.

[jwplayer mediaid=”12589”]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here