16 ივნისს „360 თბილისში“ სტეფანეს კონცერტი გაიმართება

0
1618

სტეფანე მღებრიშვილის კლიპის პრემიერა სიმღერაზე „მარი“, კერძოდ კი, მის ახალ ვერსიაზე, რომელიც ეკო დეისაძის მონაწილეობით ჩაიწერა, 8 ივნისს, „პროფილის“ ეთერში შედგა. კლიპი, რომლის კადრებიც „სფეისჰოლში“ არის გადაღებული, ნესტან სინჯიკაშვილს ეკუთვნის. მანვე გადაიღო ვიდეორგოლი სტეფანეს წინა სინგლზე – „დაგელოდები“.

სტეფანემ თავის გვერდზე გამოაქვეყნა ახალი კლიპი და დაწერა:

„იმედი მაქვს კიდევ ბევრი კონცერტები მექნება, მაგრამ ეს…

იმიტომ არა რომ პირველია, ან ყველაზე საუკეთესო დარბაზში ჩატარდა… იმიტომ, რომ იმ ლამაზმა ადამიანებმა დიდი ნდობა გამომიცხადეს და არ იცოდნენ, სად მოვიდნენ, რა დახვდებათ და ამხელა მხარდაჭერა გამომიცხადეს…

იქ დამსწრე საზოგადოებამ შექმნა ის დაუვიწყარი, სუპერპოზიტიური ენერგია, რომელიც ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება… ამიტომაც ეს ვიდეო თქვენ გეძღვნებათ, ძვირფასო მეგობრებო… 🙂 ❤️

ძალიან ბევრმა ადამიანმა იმუშავა და ყველას დიდი მადლობა ამისთვის… მთელი კონცერტის გადაღების საშუალება არ მქონდა და გადავწყვიტეთ, ავთო ბადუაშვილის სიმღერა ყოფილიყო ამ მინიდოკუმენტური ვიდეოს საუნდტრეკი, რომელიც ჩემმა მეგობარმა ნესტან სინჯიკაშვილმა გააკეთა…. იმედია, ამასაც აიტაცებთ და ამით გპირდებით, შემდეგი სიმღერა ახალი იქნება, ახალი სეზონისთვის… ზაფხულში შემოქმედებითი სიახლეებით არ შეგაწუხებთ… 🙂 საკონცერტო ტური მექნება. როგორც პროდიუსერი, ვიმუშავებ ბაქოში და ჰამბურგში.

ახლა კიდევ ყველაზე მაგარი შოუ, ჩემი საყვარელი ❌ ფაქტორი გრძელდება და წინ დიდი ბრძოლა და ნერვიულობაა…:) ❤️ ❤️

პ.ს: ჩაწერისთვის მადლობა თორნიკე გველესიანს (სანო სტუდია) ❤️

ოპერატორები : კახა ბუხრაშვილი, ლევან აბულაძე ❤️❤️

mixing/mastering: Konstantin Nonikoff ❤️

მარი (სიმღერა ნამდვილ ამბავზეა, რომელიც ავტორმა ჩემზე უკეთ იცის და ეძღვნება გოგონას, რომელსაც მარი ჰქვია…)“

სტეფანეს შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება, რომ მისი უახლოესი კონცერტი 16 სექტემბერს, „360 თბილისში“ გაიმართება.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here