„თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ 2011 წელს თბილისის მერიის დაფინანსებითა და ხელოვნებათმცოდნე – მაია ჩაჩავას ინიციატივით დაფუძნდა.
2013 წლიდან, კი დაარსდა „თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“. რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ქორმაისტერი – არჩილ უშვერიძე.
მიმდინარე ფესტივალის თანადამფინანსებელია კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.
ფესტივალის პარტნიორი და თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.
ფესტივალი უკვე მერვე წელია, დიდი წარმატებით ტარდება და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის. მისი მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია; შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისთვის.
წელს ფესტივალი 28 პროფესიულ გუნდს უმასპინძლებს.
უცხოეთის გუნდებთან ერთად, ფესტივალში ტრადიციულად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული პროფესიული და ბავშვთა გუნდები. იმდენად დიდია უცხოეთის გუნდების დაინტერესება და ფესტივალში მონაწილეობის სურვილი, რომ წელს შვიდი პროფესიული გუნდი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან:
- ბორდოს უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი “Le Choeur Voyageur”
- კაუნასის გუნდი “Kamertonas”
- ტალინის წმიდა კარლის ეკლესიის კამერული გუნდი „კანორუსი“
- ფილიპინელთა ვოკალური ანსამბლი დუბაიდან
- სოპოტის კამერული გუნდი “Continuo”
- კამერული გუნდი “Cantamus Berlin”
- Little Singers of Armenia
თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი 2018 წლის 16 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით გაიმართება.
განსხვავებული ფორმატით ჩატრადება 21 აპრილის საფესტივალო კონცერტი ივენთ ჰოლ ქარვასლაში – ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და ქართული ესტრადის ცნობილ მომღერლებთან ერთად.
„თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი“–ს საზეიმო დახურვა გაიმართება 12 მაისს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 19:00 საათზე.