16-22 ნოემბერს საქართველოში იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული აღინიშნება

0
15

იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით წელს უკვე მეცხრედ იმართება, 2024 წლის 16-22 ნოემბერს ტარდება და მისი მთავარი თემაა „ხმელთაშუა ზღვის დიეტა: ჯანმრთელობა და ტრადიციები“. წლევანდელი კვირეულის მიზანია, წარმოაჩინოს იტალიური სამზარეულოს ტრადიციები და იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ხმელთაშუა ზღვის უნიკალური დიეტის მნიშვნელობა ჯანსაღი, დაბალასებული და ეკოლოგიურად მდგრადი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის.

იტალიური სამზარეულოს – მემკვიდრეობის, რომელიც ცოდნასა და ტრადიციებს აერთიანებს და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო სავიზიტო ბარათია – კვირეულის აღნიშვნა საქართველოში მიეძღვნება კამპანიის რეგიონის სამზარეულოს და წარმოადგენს კამპანიის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მესამე ნაწილს (ხელოვნებისა და საგანმანათლებლო სფეროს შემდეგ), რომელსაც იტალიის საელჩო ახორციელებს.

გთავაზობთ საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) თბილისის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობითა და მრავალრიცხოვანი სპონსორისა თუ პარტნიორის დახმარებით ორგანიზებული ღონისძიებების პროგრამას:
17 ნოემბერი: იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის აღნიშვნა საქართველოში დაიწყება ღონისძიებით, რომელიც იტალიური სამზარეულოს სიმბოლოდ ქცეულ კერძს, პიცასა და იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში ჩართულ ნეაპოლური პიცის მომზადების ხელოვნებას მიეძღვნება. პიცის ფესტივალი, რომელიც ექსპოჯორჯიაში გაიმართება (დასაწყისი: 16:00სთ, დასწრება თავისუფალია), მოიცავს საქართველოში ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩამოსული იტალიელი მზარეულების მიერ ჩატარებულ პიცის ცომის მომზადების მასტერკლასს, შეჯიბრს საქართველოს დედაქალაქის პიცერიების პროფესიონალ მზარეულებს შორის და სხვადასხვა სახეობის პიცის დეგუსტაციას.

სტუმრებს შესანიშნავი შესაძლებლობა ექნებათ, თვალყური ადევნონ პიცის მომზადების სრულ პროცესს, გასინჯონ ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი იტალიური კერძი და თბილისში საუკეთესო პიცა გამოავლინონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here