15 წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი „არტგენი“ დასრულდა

0
1479

„არტ გენი“ – ფესტივალი, რომლის სცენიდანაც უამრავმა ახალბედა ანსამბლმა, ჯგუფმა თუ მუსიკოსმა გაიკვლია გზა, 15 წლისაა. ის საკუთარ მაყურებელს არამხოლოდ ნიჭიერი დებიუტანტების, არამედ ისეთი ლეგენდების კონცერტებზე დასწრების საშუალებას აძლევს, როგორებიც სუხიშვილები და ნიაზ დიასამიძე არიან. ფესტივალის დაწყების დღიდან, ყოველ წელს ნაციონალური ანსამბლი სუხიშვილები ახალი პროგრამითა და ქორეოგრაფით ანებივრებს არტგენის მაყურებელს, ექსპერიმენტალური ნამუშევრის სცენაზე წარდგენის შემდეგ კი ქორეოგერაფია უფრო იხვეწება, ვითარდება და როგორც საქართველოს ასევე სხვა დიდი ქვეყნების დარბაზებში უამრავ აპლოდისმენტებს იმსახურებს. ფესტივალის ბოლო დღეს კი ყველასათვის საყვარელი მომღერალი, ნიაზ დისამიძე წარსდგა მაყურებლის წინაშე, შემსრულებელი, რომლის რეპერტუარშიც პარტიორულ მოტივებზე შექმნილი სიმღერები უხვად მოიძებნება, „არტ გენის“ ერთ-ერთ დამფუძნებელია. როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, მომავალი წელი ბევრი სიურპრიზებით და საინტერესო კოლაბორაციებით იქნება სავსე. ბოლოს კი გეტყვით, რომ „არტ გენი“ 2004 წელს დაფუძნდა და ამ დროის განმავლობაში, ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით „არტ გენს“ ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here