„14 წლის ანგელოზივით შვილი დავკარგეთ…  ეს იყო ჩვენი დიდი უბედურება“ – იმედა კახიანი ცხოვრების დიდ ტრაგედიაზე

0
368
იმედა კახიანი
იმედა კახიანი

იმედა კახიანი ჟურნალ „სარკესთან“ (23 ივლისის ნომერი) თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ ტრაგედიას იხსენებს, მისი ვაჟი ლადო ლეიკემიით გარდაიცვალა. მსახიობი ამბობს, რომ ამ ტკივილის დავიწყება შეუძლებელია:

14 წლის ანგელოზივით შვილი დავკარგეთ. ჩვენი შვილი, ლადო მართლაც გამორჩეული ბავშვი იყო. ეს იყო ჩვენი დიდი უბედურება…

ამის გადატანა როგორ შეიძლება?! საოცარი ბიჭი იყო. ჩვენ ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, განსაკუთრებით ავადმყოფობის პერიოდში. მან იცოდა, რაც სჭირდა და იქით გვამხნევებდა. ექიმებმა გვითხრეს, ექვსი თვე იცოცხლებსო, მაგრამ ორი წელი იცოცხლა, 14 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ტკივილმა გაგვანადგურა, მაგრამ სულ ვცდილობ, ფლორას ცხოვრება გავულამაზო, ყველა სურვილი შევუსრულო…“