13 ოქტომბერს, გურჯაანში, „ახტალაში“, 13:00-19:00 საათზე, გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018 გაიმართება. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.
ფესტივალს დაასრულებს ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი. კონცერტზე შესრულდება მსმენელისთვის ნაცნობი და საყვარელი მელოდიები ჯგუფის რეპერტუარიდან.