13 მარტს, „ირიაოს“ „ევროვიზიისთვის“ გადაღებული კლიპის პრემიერა გაიმართება

0
1663

13 მარტს, „პირველი არხის“ ეთერში, ექვსაათიანი „მოამბეს“ დასრულების შემდეგ ანსამბლ „ირიაოს“ კლიპის პრემიერა გაიმართება. შეგახსენებთ, წელს „ევროვიზიაზე“ საქართველოს სწორედ „ირიაო“ წარადგენს. სიმღერა, რომელიც დავით მალაზონიას ეკუთვნის, ასევე პირველად აჟღერდება ფართო აუდიტორიის წინაშე. კომპოზიციის არანჟირება მიშა მდინარაძეს, ხოლო ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.

კლიპის რეჟისორმა, ზაზა ორაშვილმა გადასაღებად საგურამოში მდებარე პირველი კოსმოსური ობიექტი შეარჩია. კლიპის მხატვარია შაკო პოპიაშვილი, კოსტიუმების დიზიანერი მეგი გაბუნია. ვიდეორგოლში „ირიაოსთან“ ერთად „ერისიონის“ წევრები მონაწილეობენ.

პ.ს. ფოტოები ეკუთვნის გიორგი ცაავას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here