ივენთ-კომპანია Funday entertainment-ის ორგანიზებით, 13 მაისს Elektrowerk-ში, ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება ამერიკელი მულტიინტრუმენტალისტი, კომპოზიტორი და პროდიუსერი ემილი უელსი.
ის საქართველოში სპეციალურ პროგრამას წარადგენს მისი თაყვანისმცემლებისთვის კარგად ნაცნობი კომპოზიციებით. ამავე დღეს დაუკრავს ალტერნატიული ჯგუფი Mellow, რომელიც მსმენელისთვის „ჩემი ცოლის დაქალებისა“ და „ხელოვნური სუნთქვის“ საუნდთრექებითაა ცნობილი, ასევე ელექტრონული ტრიპ-ჰოპ დუეტი Shraves, მათ, სხვადასხვა კომპოზიციასთან ერთად, ეკუთვნით სერიალ „პარადოქსის“ საუნთრექიც.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება 10 მარტიდან, შუადღის 12 საათზე, საიტზე tkt.ge. პირველ ეტაპზე ბილეთის ღირებულება იქნება 35 ლარია, შემდეგ კი ფასი გაიზრდება.
საღამო 13 მაისს, საღამოს 19:00 საათზე დაიწყება.