12 ივლისს თბილისში პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს „Leader of the Year“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

0
49

12 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისში, სასტუმროში „პარაგრაფი“, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მე-18 ცერემონია გაიმართება. ეს საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოებაა.

პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო „Leader of the Year“ 34 ქართულ და უცხოურ კომპანიას გადაეცემა ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების რეიტინგებზე დაყრდნობით.

ბიზნეს რეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 8 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს 2015 წლიდან. ბიზნეს რეიტინგების კავშირის პარტნიორი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია 2017 წელს გახდა, სწორედ ამ დროიდან  ბიზნესკომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო „Leader of the Year“.

საერთაშორისო ჯილდო „Leader of the Year“ დაპატენტებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ. ეს დიდი ნდობა განპირობებულია იმით, რომ წარმატებული ბიზნეს კომპანიების გამოვლენა და წარდგენა ამ პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზე ხდება ობიექტური რანჟირების საფუძველზე, მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს ყველა სფეროს საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით. რეიტინგები დგება ციფრებზე დაყრდნობით, რაც გამორიცხავს ადამიანურ ფაქტორს და ობიექტურობის გარანტიას იძლევა. რეიტინგის ოქროს ტოპ ათეული ვლინდება იმის მიხედვით, თუ როგორია კომპანიის წლიური ბრუნვა, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, დანახარჯები დასაქმებულებზე და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები. 

ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოური კომპანიები, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ. წარმატებული კომპანიების გამოცდილების ურთიერთგაცვლა ხელს უწყობს ბიზნესის, ტურიზმის და, საბოლოო ჯამში, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, ასევე, მაღლდება კომპანიების ცნობადობა და სანდოობა საქართველოს ფარგლებს სცდება.

კავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სახელოვნებო სფეროც წარმოადგენს. 2017 წლიდან შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საპატიო ჯილდო – Person-history და Bests of Georgia გადაეცემათ პირებს, რომლებმაც ისტორიული კვალი დატოვეს თავიანთ სფეროში მოღვაწეობით და მსოფლიოს მასშტაბით ხელი შეუწყვეს საქართველოს პოპულარიზაციას. ჯილდოს მფლობელები არიან: ელდარ შენგელაია, რობერტ სტურუა, ნანი ბრეგვაძე, ჯემალ ჭკუასელი, ნონა გაფრინდაშვილი, ვახტანგ კახიძე, ნიკოლოზ რაჭველი, ეკა მამალაძე და ბევრი სხვა. წელს ღონისძიებაზე ჯილდო  Person-History გადაეცემათ მარიკა კვალიაშვილსა და თათული დოლიძეს.

დაჯილდოების ცერემონია სადღესასწაულო გალა ვახშმის ფორმატში გაიმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here