11-წლიანი ლოდინის შემდეგ, „სეიშენის“ წევრს ვაჟი შეეძინა – „დაიბადა ნანატრი შვილი…“

0
792

ჯგუფ „სეიშენის“ წევრი, ლევან წვერავა, წლებია, ნინი კენჭიაშვილზეა დაქორწინებული. სამწუხაროდ, წყვილს 11 წლის განმავლობაში შვილია რ უჩნდებოდა. გარკვეული პერიოდის წინ კი საზოგადოებას შესანიშნავი სიახლე გააცნეს, რომ ამდენწლიანი მოლოდინის შემდეგ, პირველი შვილის მშობლები გახდებოდნენ.

ლევანისა და ნინის ბიჭი დღეს შეეძინათ. ბედნიერმა მამამ ამის შესახებ სტატუსი დაწერა: „დაიბადა ნანატრი შვილი, ნოე წვერავა“. რასაკვირველია, ამ სტატუყსს უამრავი კომენტარი, მილოცვა და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მილოცვებს, რასაკვირველია, რადიოჰოლდინგი „ფორტუნაც“ უერთდება.

ლევან წვერავამ და ნინი კენჭიაშვილმა მცირე ხნის წინ დუეტი „ლეონიი“ ჩამოაყალიბეს და ერთად დაიწყეს სიმღერების ჩაწერა, რომლებიც საკმაოდ პოპულარულია მსმენელს შორის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here