„1000 ლარს რომ უცხო ადამიანი გაჩუქებს… ისე გამიხარდა, ასეთი ადამიანები რომ არსებობენ…“ – გიორგი ყიფშიძე

0
1056

მსახიობი გიორგი ყიფშიძე “ფორტუნასთან” ინტერვიუში ცხოვრების მძიმე პერიოდზე ისაუბრა. მისი თქმით რთულ პერიოდს ფინანსური პრობლემებიც დაემატა.

„თავიდან ძალიან მძიმე იყო. შეურაცხყოფილი ვიყავი. ფსიქოლოგიურად არ იყო ადვილი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჩემი შვილები ჩემი მეგობრებივით არიან. ერთად გვძინავს. მულტფილმებს ვურთავ და ასე ვიძინებთ 11 საათზე. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩემი ყოველდღიური რუტინა ახლა სულ სხვანაირია. კაცური ამბებიც არ გამომდის. წარმოიდგინე, მარტო ვარ და დეითზე ვერ მივდივარ, რადგან საკუთარი თავისთვის დრო არ მრჩება. სანამ 7-8 წლის არ გახდებიან, მანამდე ასე იქნება.

ახლა წავიდნენ ძალიან კარგ სახელმწიფო ბაღში, თუმცა მე ხილიანზე ვცხოვრობ და ბაღი შორსაა, მიწევს მათი ტაქსით წაყვანა და მოყვანა, რაც დიდ ხარჯებს უკავშირდება. ახლახან ერთმა ბიზნესმენმა, რომლის სახელი და გვარი, სამწუხაროდ, არ ვიცი, არ გეწყინოს, ბავშვებისთვის საჩუქარი მინდა ჩაგირიცხოო და 1000 ლარი ჩამირიცხა. როგორი მადლობელი ვარ მისი… ეს ვუთხარი კიდეც. 1000 ლარს რომ ასე უცხო ადამიანი გაჩუქებს… ისე გამიხარდა, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ“, – ამბობს გიორგი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here