10 წლის სტიქაროსანმა ბიჭუნამ მაკა ჩიჩუა აღაფრთოვანა

0
1564

10 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილმა „ნიჭიერის“ ჟიურის ოთხივე წევრი მოხიბლა. ალექსანდრემ პროექტის შესარჩევ კასტინგზე იმღერა და თვით ზალიკო უდუმაშვილის გაღიმებაც შეძლო. ალექსანდრე „მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა:

– 3 წლის ასაკიდან ვმღერი. რუისის სკოლაში დავიწყე სიმღერა. მინდოდა ჩემი ნიჭი ხალხს გაეგო და ამიტომ გავედი „ნიჭიერში”. ეს მშობლების სურვილიც იყო და წარმატებული გამოდგა ჩემი გამოსვლა ფილარმონიაში.

– დარწმუნებული იყავი წარმატებაში?

– კი, ყოველთვის მჯეროდა საკუთარი თავის. მე სტიქაროსანი ვარ, ჩემი მამაო სულ მარწმუნებდა, შენ ძალიან ნიჭიერი ხარ და თუ მოინდომებ, აუცილებლად მიაღწევ დიდ წარმატებასო. ამიხდა მისი ნათქვამი და მთელმა საქართველომ გამიცნო.

– ვისი შეფასება იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მაკა ჩიჩუას შეფასება, პირველი ლედისგან ასეთ თბილ დამოკიდებულებას არ ველოდი. ამან კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა და შემდეგ ტურშიც გავამართლებ მის იმედებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here