10 მარტს SPACEHALL-ს მუსიკოსისა და კომპოზიტორის, ქვიარ აქტივისტის, ჯეიმი მაკდერმოტის არტ-პოპ კოლექტივი ეწვევა. The Irrepressibles 2002 წელს შეიქმნა. ალტერნატიული პოპი, საორკესტრო ჩანართები, ემბიენთი, ექსპერიმენტული ჟღერადობა – ეს ბენდის სავიზიტო ბარათია.
მათი პირველი ალბომი 2010 წელს გამოვიდა, Mirror Mirror-ის პროდიუსერი დიმიტრი ტიკოვოი იყო, მის ანგარიშზე ისეთ ჯგუფთან თანამშრომლობაა, როგორიცაა PLACEBO.
მეორე დისკის რელიზი 2012 წელს შედგა – Nude-ს გამოცემამ Independent „ყველაზე მშვენიერი მუსიკალური ძვირფასეულობით შემოსილი“ უწოდა.
Nude-ის რელიზს EP-ების სერია მოყვა Nude: Landscapes (2013), Nude: Viscera (2014) და Nude: Forbidden (2014).
ჯეიმი მაკდერმოტი ისეთ არტისტებთან მუშაობს, როგორებიც არიან Royksopp, Hercules&Love Affair. ჯეიმი მოწვეული ვოკალისტი იყო Royksopp-ის სინგლებზე Something In My Heart და Twenty Thirteen.
„როცა მუსიკის კეთება დავიწყე, მინდოდა შემექმნა ისეთი ჯგუფი, რომელიც ყველა წესსა და საზღვარს დაანგრევდა. მინდოდა პოპ-მუსიკაში საგნებისა და მოვლენების აღქმა შემეცვვალა“ -ამბობს მაკდერმოტი, რომელმაც ამბიციურ მიზანს მალევე მიაღწია. მის შემოქმედებაში დიდ როლს ქვიარ აქტივიზმი თამაშობს.
The Irrepressibles თბილისში NUDE – Landscapes შოუს კონცეფციით წარდგება.
შოუ საღამოს რვა საათზე დაიწყება.