გამორჩეული ქართველი ჯაზ პიანისტი და კომპოზიტორი დიდი ვირსალაძე 10 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის რიგით მეექვსე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალზე წარდგება!
დინი ვირსალაძის მრავალწლიანი შემოქმედება ჯაზის მიმართულებით 1993 წლიდან ვითარდება, მისი აქტიური საკონცერტო მოღვაწეობა დღემდე მრავალფეროვანია და ქართული ჯაზური მუსიკის იტორიაში, გამორჩეული ადგილი უკავია. შესრულების მანერა და მის მიერ შექმნილი მუსიკა, ყოველთვის მელოდიურობით და მდიდარი ჰარმონიით გამოირჩევა.
10 მაისს წარმოდგენილი გამორჩეული ჯაზსტანდარტების გარდა, მსმენელი დინი ვირსალაძის საავტორო მუსიკას კიდევ უფრო ახლოს გაიცნობს.
კონცერტში მონაწილეობენ: დინი ვირსალაძე ფ-ნო, ლევან დეისაძე – ბასი, ზაზა ცერცვაძე – დასარტყამი, ნიკა გაბაძე – გიტარა, დათო ჯაფარიძე – პერკუსია, სეციალური სტუმრები: გუჯა მარდინი – ვიოლინო, მარიკო ებრალიძე – ვოკალი
ბილეთების გაყიდვა დაიწყება 15 მარტიდან, როგორც ცენტრის სალაროში, ასევე ელექტრონულად პორტალზე www.biletebi.ge
ფესტივალის დამფუძნებელი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრი;
მხარდამჭერი: ქ.თბილისის მერია
პარტნიორები: “სუფთა სახლი”., “Rooms Hotels”, “მუხამბაზი”