„1 ფრაზა მჭირდებოდა, კი ცოლი ვარო და მანდ ყველაფერი დასრულდებოდა.. ტყუილებში ავიხლართე..“- როგორ პასუხობს სალომე უშხვანი ნიკო ქართველის ყოფილ მეუღლეს

0
1659

ყოფილი „პრაიმ ჰაუსელი“ სალომე უშხვანი ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს, რა გახდა მისი პროექტის დატოვების რეალური მიზეზი.

„გრძნობებმა კი არა, ზუსტად იმ ტყუილებმა შემიშალა ხელი, რაშიც პროექტში ყოფნისას გავეხვიე, რადგან მყარი პოზიცია დავკარგე. ვიყავი ქალი, რომელსაც სეჯროდა, რომ ნიკოს ცოლი ჰყავდა. შემდეგ გამოდიოდა ნიკოს ცოლი და ამბობდა, ჩვენ ერთად არ ვართო. ეს იყო პოზიციის შეცვლა, რამაც პროექტი დამაკარგვინა. ეს მიუღებელი იყო, როგორც მონაწილეებისთვის, ისე მაყურებლისთვის. უკვე ყველა ფიქრობდა, რომ პროექტში ვთამაშობდი. ნიკოს და თაიას ტყუილებში თავად ავიხლართ. აქედან გამომდინარედ საკუთარი თავი დავკარგე, ვფიქრობ, დღეს პროექტში ამის გამო არ ვარ. “ – ამბობს სალომე.

ნიკოს ყოფილ მეუღლეზე საუბრისას სალომე უშხვანი ამბობს:

„1 ფრაზა მჭირდებოდა, კი ცოლი ვარო და მანდ ყველაფერი დამთავრდებოდა. გასაყოფი აბსოლუტურტად არავის არაფერი ექნებოდა. მაგრამ როცა დაინახა, რომ ნიკოს ჩემ მიმართ გრძნობა რეალურად გაუჩნდა, ახლა იმას მედავება, რომ მას ქმარი „ავახიე“. მეც ქალი ვარ და სოლიდარობა მეც მჭირდებოდა, მაგრამ მისგან მხოლოდ დუმილი მივიღე, სხვა არაფერი“. – იხსენებს სალომე უშხვანი „გზასთან“ საუბარში.

სალომე ასევე ამბობს, რომ ნიკო მის შვილებს ძალიან უყვართ და ამბობს, რომ ნიკოსი სჯერა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here