უკვე მეთორმეტედ, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული სამოდელო საერთაშორისო კონკურსი “ელიტ მოდელ ლუქი”, კომპანია ელიტის ოფიციალური წარმომადგენლის, სამოდელო სააგენტო “IC Model Management“-ის მიერ ჩატარდა. ქასთინგის შედეგად შერჩეული კონკურსანტი გოგონები და ვაჟები ინტენსიურად მოემზადებიან ფინალისთვის და ივლისის ბოლოს ელიტის წარმომადგენელი თავად შეარჩევს თითო გამარჯვებულს, რომლებიც ნოემბერში “Elite Model Look”-ის მსოფლიო ფინალზე გაემგზავრებიან. ფინალში გამარჯვებულებს საერთაშორისო სამოდელო სააგენტო “Elite Model Management” ის სამოდელო კონტრაქტთან ერთად 730 000 ევროს საპრიზო ფონდი ელით.