იუმორისტი ციაკო ფიფია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს აღწერით „წყევლა ცუდია“.
ციაკო ამბობს, რომ ძალიან გაბრაზებულია, რადგან იუმორისტული სკეტჩის ქვეშ, სადაც ის დედამთილზე ხუმრობით საუბრობს, ქალბატონმა დაწყევლა.
„ჩემს ცხოვრებაში კომენტარზე არ გავბრაზებულვარ. შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ვიზუალურად არ მოგწონვართ, ვერ თამაშობს, ცეკვა არ უხდება, სიმღერა არ უხდება. საერთოდ ეკრანს არ უხდება. არაფერზე არ მქონია პრობლემა. მაგრამ წყევლა? წყევლა რას ნიშნავს? თან 70 წლის ქალბატონმა დამწყევლა.
სკეტჩიდან ამოჭრილი ნაწყვეტი მქონდა გაზიარებული, სადაც ვამბობ, რომ ვაიმე, მე ჩემი დედამთილი დაბმული მყავდა-მეთქი. ეს იყო ნაწყვეტი იუმორისტული გადაცემიდან. ვერ ვხვდები სერიოზულად რატომ იღებთ? მე და ჩემ დედამთილს რომ ურთიერთობა გვაქვს, ყველას ჰქონდეს ისეთი. ამ ხუმრობაზე ქალმა დამიწერა, დედამთილისხელა ქვა დაგადე გულზეო“, – ამბობს ციაკო ფიფია.




