ხელოვნების საერთაშორისო ფონდმა „რეი” გამარჯვებულები დააჯილდოვა

0
22

ხელოვნების საერთაშორისო ფონდმა “რეი” დაარსების 1 წელი მწერალთა სახლში გამარჯვებულთა დაჯილდოებით აღნიშნა.

“მუსიკა, დრამა, ლიტერატურა” – ასე ეწოდება კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა პირველ წელს 40-მა მსურველმა მიიღო.

მუსიკის განხრით, კონკურსში მოსწავლეები და სტუდენტები, ხოლო ლიტერატურისა და დრამის განხრით, 40 წლამდე ადამიანები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებული კონკურსანტები გამოავლინა ჟიურიმ, ნიკა ნიკვაშვილის (მუსიკა), ქეთევან ტრაპაიძისა (დრამა) და პაატა შამუგიას (ლიტერატურა) შემადგენლობით.

ჟიურის გადაწყვეტილებით, თითოეულ მიმართულებაში 2-2 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც ფულადი პრიზი გადაეცათ: მუსიკა – ვახტანგ გვახარია, გიგა მაჭავარიანი; ლიტერატურა – ანა მაწკეპლაძე, თორნიკე ღვთისიაშვილი; დრამა – ანა სანებლიძე, გურამ ჩხეიძე. თითოეულმა გამარჯვებულმა  ჯილდოს სახით 2500 ლარი მიიღო. ფულადი პრემიის დამფუძნებლებმა ვინაობის გამხელა არ ისურვეს და ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინეს.

საერთაშორისო ფონდი “რეი” ახალგაზრდა ხელოვანებს ხელს უწყობს, გზა გაიკვლიონ ხელოვნების სამყაროში და ფართო საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები გააცნონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here