მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. რუსკა ვარაუდობს, რომ ამ ნაბიჯმა მის შესახებ უამრავი ჭორის გავრცელებას შეუწყო ხელი.
მსახიობმა „მიუზიკბოქსთან“ მასზე გავრცელებული ჭორები უარყო და იმედი გამოთქვა, რომ მალე „ეს საგიჟეთი“ დამთავრდება.
„ყოველდღე ჩემზე ახალი ჭორი იწერება. იმდენად ბევრი და სხვადასხვანაირი ინფორმაცია ვრცელდება, რომ ხალხი ცოტა შოკში ჩავარდა. წლების წინ „რუსთავი 2“-დან რომ წამოვედი, დაახლოებით ერთ კვირაში საგიჟეთი დაიწყო. ტროლ-ბოტები შემომესიენ. ახლა „იმედიდან“ რომ წამოვედი, ისეთივე „საგიჟეთი“ ხდება.
დაუჯერებელი კომენტარები იწერება. კი ბატონო, თქვენ თუ გჯერათ, გჯეროდეთ. მთავარია, რომ მე არ მჯერა და ეს ყველაფერი ტყუილია.
არ ვნერვიულობ ამ ყველაფერზე, მაგრამ ვიღაცას ხომ სჯერა.. ხან წერენ, რომ მამუკა ხაზარაძე მასპონსორებს, ხან წერენ, რომ სომეხი ვარ, (სომეხი რომ ვიყო რა პრობლემაა, მაგრამ არ ვარ სომეხი, ქართველი ვარ), ხან ანორექსია მაქვს, ხან კაზინოში დავდივარ, ხან ძალადობის მსხვერპლი ვარ, ხან ნარკოტიკული საშუალებების ქვეშ მხედავენ. არ ვიცი, ეს ყველაფერი ვის რაში აწყობს. წერონ და იკითხონ… დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მალე ჩაივლის… ზოგი წერს, შეყვარებული არისო და შეყვარებულიც არ ვარ“, – ამბობს რუსკა მაყაშვილი „მიუზიკბოქსთან“.