მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ, ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკაში „პერსონა“ ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა.
როგორც გიორგი ყიფშიძემ აღნიშნა, „ოფიციალური დაქორწინება ურთიერთობას აფუჭებს“.
„შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად ვიცხოვრო, მაგრამ ცოლს არასოდეს აღარ დავარქმევ, იმიტომ, რომ ეს სახელი დაერქმევათ თუ არა, რადიკალურად იცვლებიან.
ყველა შემთხვევაში, ოფიციალური დაქორწინება ურთიერთობას აფუჭებს“, – ამბობს გიორგი ყიფშიძე და კითხვაზე, მესამე მეუღლესთან დაშორების მიზეზზე საუბრობს:
„მესამე ცოლთან ძალიან ბანალური და მარტივი რაღაც მოხდა.
ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 20 წელია, 2 შვილი გააჩინა და ფორმაში რომ ჩადგა, იმის მერე კლუბიდან არ გამოსულა, სულ კლუბშია, ბავშვები უყვარს, მაგრამ შორიდან.
როგორც უნდა გეწყინოს, ენი, ასეა, მაპატიე ჩემო კარგო, მაგრამ ასეა.
არაფერი მიზეზი არ გვაქვს, არც მე მყავდა საყვარელი, არც მას, არც გავშორებივართ, უბრალოდ ამ ტისკს ვერ გაუძლო, რომ ორი შვილი დაბანე, ჯერ ერთი, ვერ ჰბანდა, მე ვბანდი… მე უფრო დედა ვარ“, – ამბობს გიორგი ყიფშიძე.