მცირე ხნის წინ, მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ ჟურნალ „სარკესთან“ თავისი ქალიშვილის, ასევე მსახიობ ქეთი წიქვაძის შესახებ საზოგადოებას საინტერესო სიახლე გაუმხილა. როგორც მან აღნიშნა, უკვე ორი წელია, ქეთი რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის უფროსი ვაჟის, ნიკას მეუღლეა.
წყვილი კი ახლა შვილს ელოდება, რომელიც ნანა ლორთქიფანიძისთვის მესამე შვილიშვილი იქნება.
მსახიობი Primetime-თან ინტერვიუში ცხოვრების ახალ ეტაპზე ჰყვება და აღნიშნავს, რომ ნიკა „ყველაზე განსხვავებული არველაძეა, არ უყვარს ხმაური მის გარშემო, ამიტომ ხელის თხოვნა ძალიან მშვიდ გარემოში მოხდა“.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„მე და ნიკა ბევრი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, დიდი ხანია ერთად ვართ. ერთმანეთი ოჯახების მეშვეობით არ გაგვიცნია, თუმცა, ჩვენი ოჯახები ახლობლობდა და ზუსტად ეს ახლობლობა იყო იმის მიზეზი, რომ ჩვენი ერთად ყოფნა უფრო საპასუხისმგებლო და მოსაფრთხილებელი ყოფილიყო. იგივე პასუხისმგებლობა გვქონდა ჩემი შვილების მიმართ; არ გვინდოდა ჩემი პირადი ცხოვრება, ჩემი ბიჭებისთვის, რაიმეთი მტკივნეული ყოფილიყო. ამიტომ ძალიან ფრთხილად მოვეკიდეთ ამ ყველაფერს და ასეც მოხდა.
ბოლო ერთი წელია მე, ნიკა და ბავშვები ერთად ვცხოვრობთ. გავხდით ერთი დიდი ოჯახი, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს…
ახლა ჩვენს ფიქრებში მხოლოდ შვილის მოლოდინია, მესამე ბიჭს ველოდებით და ეს ყველაზე მეტად გვაბედნიერებს. რაც შეეხება ასაკს, ჩვენს შორის 8 წელია სხვაობა. თავიდან მე მქონდა პატარ-პატარა ბარიერები, მაგრამ ნიკამ ყველაფერი მოახერხა და მიაღწია იმას, რომ არასდროს მახსენდება ეს სხვაობა.
არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ჩვენზე, რომ თითქოს წლებია დავქორწინდით. სინამდვილეში, ეს ყველაფერი რეალურად ახლა ხდება ჩვენს თავს… “
იხილეთ ვრცლად.