„ჩვენი დაბადების დღის სიურპრიზი“ – ბერა ივანიშვილმა დაბადების დღე ოჯახურ გარემოცვაში აღნიშნა

0
118

23 დეკემბერს მუსიკოსი  ბერა ივანიშვილი 29 წლის გახდა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, მან ეს დღე ოჯახის გარემოცვაში აღნიშნა.

„ჩვენი დაბადების დღის სიურპრიზი მსოფლიოში საუკეთესო ქმარსა და მამას“ – წერს ბერას მეუღლე, ნანუკა გუდავაძე და დაბადების დღის კადრებს გვიზიარებს.

ცნობისთვის, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, ბერა ახალი მუსიკალური კლიპით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.

როგორც მან საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე აღნიშნა, იმ ორი წლის განმავლობაში, რაც ოჯახთან ერთად ბრაზილიაში ცხოვრობს, არაერთი მოგონება დაუგროვდა, რისი გაზიარებაც სწორედ კლიპის მეშვეობით გადაწყვიტა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here