პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს.
,,ჩემო მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. სასწრაფოდ გვჭირდება პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლი. გთხოვთ, დავეხმაროთ. ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანზეა საუბარი.
დიდი მადლობა წინასწარ. რა თქმა უნდა უყურადღებოდ არ დაგტოვებთ”, – წერს თათია შარანგია.