„ჩემი გულით“ – ნათია დუმბაძის ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა გაიმართა

ნათია დუმბაძე

ნათია დუმბაძემ საზოგადოებას ახალი სიმღერა და კლიპი წარუდგინა. პრეზენტაცია, რომელსაც შოუბიზნესის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ, ARDE-ს სივრცეში გაიმართა.

სიმღერას „ჩემი გულით“ ჰქვია. ნათიამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას ახალი სიმღერის შექმნაში დაეხმარა.

„მადლობა მუსიკის ავტორს, ლაზარე ადამიას, ტექსტის ავტორს, თემო საჯაიას, არანჟირების ავტორს, ზაზა ხუბუკელაშვილს, კლიპის რეჟისორს, ალექსანდრე ფურცხვანიძეს, მეიქაფ არტისტს, თამთა ბოჭორიძეს. უდიდესი მადლობა ასევე ჩემს მეწყვილეს ამ კლიპში, გიორგი ორბელაძეს, რომელმაც იდეალურად გაართვა თავი როლს…“ – აღნიშნა ნათია დუმბაძემ.

საღამოს ვერ დაესწრო ნათიას მეგობარი სალომე ბაკურაძე. თუმცა, როდესაც როდესაც ის შეკრებილ საზოგადოებას ტორტით გაუმასპინძლდა, ეკრანზე სალომეს კადრები გადიოდა. ნათიამ აღნიშნა, რომ უნდოდა, მისთვის მნიშვნელოვან დღეს მისი მეგობარი გამოჩენილიყო.

Scroll to Top