„ჩემთვის ყველაზე რთულ პერიოდში მოუწია დედას წასვლა. ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა მქონდა ჩემ თავთან… არ ვურეკავდი“ – მარიამ შენგელიამ „იმედის“ ეთერში დედასთან ურთიერთობაზე ისაუბრა 

0
197
მარიამ შენგელია
მარიამ შენგელია

მარიამ შენგელია ნოე სულაბერიძის გადაცემის, „ნოესთან“ სტუმარი იყო. მან დედის ემიგრაციაში წასვლის შესახებ ისაუბრა.

მომღერლის თქმით, მშობელს მისთვის ყველაზე რთულ პერიოდში მოუწია წასვლა და ეს ძალიან განიცადა.

„მე მყავს ძალიან ახალგაზრდა დედ-მამა. დედაჩემი იყო 18 წლის როცა გამაჩინა. ბავშვობიდან მშობლად ბებოს მეტად აღვიქვამდი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გვერდში დგომისთვის, რადგან დედაჩემი ემიგრაციაში, გერმანიაში ცხოვრობს, რთულია და ძალიან მენატრება. 4 წელია წასულია და ჩემთვის ყველაზე რთულ პერიოდში მოუწია წასვლა. ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა მქონდა ჩემ თავთან. მათთან არ გამომივლენია. ფინანსური მდგომარეობის გამო მოუწია წასვლა. არ ვურეკავდი და მიჭირდა“, – ჰყვება მარიამ შენგელია.

აღსანიშნავია, რომ მარიამ შენგელია, წელს საქართველოს ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე – „ევროვიზიაზე“ წარადგენს.

ცნობისათვის, ევროვიზია 2025 შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია ევროპის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარდგება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here