შეძლებისდაგვარად გვეხმარება, შვილებს ტელეფონებიც უყიდა – ელენე ფოჩხუა ყოფილ ქმარზე

0
1750

მომღერალმა ელენე ფოჩხუამ ჟურნალ „სარკესთან“ ყოფილ ქმართან ურთიერთობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყოფილი მეუღლე შეძლებისდაგვარად ეხმარება.

„შეძლებისდაგვარად გვეხმარება, საჩუქრებსაც უკეთებს შვილებს, ტელეფონებიც უყიდა და გოგონას სწავლის საფასურსაც იხდის. როცა მარტო დავრჩი, არ შემშინებია, რომ შვილებს ვერ გავზრდიდი.

ერთად ცხოვრების პერიოდშიც ვმუშაობდი და საკმაოდ დიდი შემოსავალი მქონდა, რომელიც საერთო ბიუჯეტში შემქონდა და ერთობლივად ვხარჯავდით. ახლა, როცა მე ვარ მთლიანად პასუხისმგებელი ჩემი შვილების აღზრდასა და მომავალზე, უფრო გონივრულად ვხარჯავ ფულს“… – ამბობს ელენე ფოჩხუა „სარკესთან“ საუბარში.

მომღრალი ასევე აღნიშნავს, რომ ახლა, როდესაც მთლიანად პასუხისმგებელია შვილების აღზრდაზე და მომავალზე, უფრო გონივრულად ხარჯავს ფულს.

„ბავშვებიც არ არიან მომთხოვნები. არ მაწუხებენ, ვუყიდო ესა თუ ის ნივთი,სათამაშო. ვცდილობ, ჩემი ნაშრომით მიღებული შემოსავლიდან ვიყიდო რაიმე მნიშვნელოვანი ნივთი, ან სამკაული“. – ამბობს ელენე ფოჩხუა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here