„შენი ძმაა, აბა, ოჯახს თუ არ დაეხმარე, ვის უნდა დახმარებოდი“ – რას პასუხობს ნატალია ყიფშიძეს ენი გასოევა

ენი გასოევა

ნატალია ყიფშიძემ ეკა ხოფერიას „პოდკასტში“  ისაუბრა თუ , როგორ ეხმარებოდა მამას, გიორგი ყიფშიძეს მაშინ, როდესაც ის ენი გასოევასთან და მათ პირველ შვილთან, კოსმოსთან ერთად ცხოვრობდა:

„კოსმო კორონას ბავშვია. როცა გაჩნდა, გიორგი და მისი ყოფილი მეუღლე ცხოვრობდნენ სხვაგან. მაგ დროს უნივერსიტეტი მქონდა ონლაინ. წერეთელზე ცხოვრობდნენ და მეც მანდ ვიყავი ხოლმე. პირველი წელი ძალიან აქტიურად ვეხმარებოდი. მერე მივხვდი, რომ ნამეტანია, ძალიან დიდი დრო მიაქვს ამ ყველაფერს. მერე მეორეც გაჩნდა, ლუნჩიკა. მერე ეს ყველაფერი ისე გადალაგდა, რომ გიორგი სულ მარტო აღმოჩნდა. მე კი მინდოდა დახმარება, მაგრამ ბევრი რამ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ვსწავლობდი, კატა მყავდა…. ვუყურებდი, რომ გიორგი რეალურად სულ მარტო აღმოჩნდა…“

ნატალიას ინტერვიუს ეხმიანება გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე და კოსმოს და ლუნას დედა, ენი გასოევა, რომელიც წერს:

„აი, ახლა კი ვი­საც რა გინ­დათ ის მომ­წე­რეთ, რაც გინ­დათ თქვით, მაგ­რამ ნა­ტა­ლია რა­საც სა­უბ­რობს, ეს არის სირ­ცხვი­ლი. სულ რომ ეგრე ყო­ფი­ლი­ყო, ხმას რო­გორ ამო­ვი­ღებ­დი სა­ჯა­როდ. მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა სხვა­ნა­ი­რად იყო და ამას აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­ყვე­ბი. ვინც მიც­ნობს და მაგ პე­რი­ოდ­ში კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და, არა­ერთ ადა­მი­ანს, ყვე­ლამ კარ­გად იცის რე­ა­ლუ­რად რა და რო­გორ იყო, ამა­ზე ძა­ლი­ან მალე ჩავ­წერ ვი­დე­ოს.

შენი ძმაა, აბა, ოჯახს თუ არ და­ეხ­მა­რე, ვის უნდა დახ­მა­რე­ბო­დი. მაგ­რამ ოჯა­ხის ამ­ბებს, სულ რომ ეგრე ყო­ფი­ლი­ყო, რა გა­მო­მა­ტა­ნი­ნებ­და გა­რეთ. მეც ბევრ რა­მეს ვა­კე­თებ­დი, რაც ჩემს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ში არ შე­დი­ო­და და ასე არ გა­მოვ­სულ­ვარ და გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო არ მით­ქვამს. ჩემს თავს არ ვა­კად­რებ­დი ამას. უბ­რა­ლოდ ეგაა, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა გაქვს, ან – არა. და რაც შე­ე­ხე­ბა კა­ტას, მაქ­სი­მუმ ორი წე­ლია, რაც ჰყავს. კა­ტას მოვ­ლა სჭირ­დე­ბო­და ძა­ლი­ან დი­დიო, სი­გი­ჟეა…”

Scroll to Top