„ყველაფერი იყო ტყუილი და ამაზრზენი“ – ციცინო შურღაია ია ფარულავაზე

ციცინო შურღაია

გადაცემაში „სარკასტიკა“ ცნობილი პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია ია ფარულავაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა, რასაც ია ეუბნებოდა:

„ყველაფერი იყო ტყუილი და ამაზრზენი… ტყუილები თავიდან ბოლომდე… ორი სიტყვით ვიტყვი და მოვრჩები“, – აღნიშნავს გადაცემის გავრცელებულ ანონსში.

შეგახსენებთ, რომ ია ფარულავასა და ციცინო შურღაიას შორის, მეგობრობა გასულ წელს დასრულდა. როგორც მათივე სტატუსებიდან გახდა ცნობილი, მეგობრებს შორის დაპირისპირება თანხის გამო დაიწყო, მას შემდეგ რაც გადაწყვიტეს, რომ ბინები გაეცვალათ.

Scroll to Top