„ყველაფერი ბედნიერად დასრულდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი საქმე დახურულია“ – რას წერს ესპანური მედია ილია თოფურიაზე

ილია თოფურია

ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, UFC-ის ორგზის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას წინააღმდეგ სარჩელი მისმა ყოფილმა ცოლმა უკან გაიტანა.

გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება ილია თოფურიას პირობებით შედგა:

„ილიასთვის ბოლო თვეები საკმაოდ ქაოტური იყო, თუმცა ყველაფერი ბედნიერად დასრულდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი საქმე დახურულია. თოფურიას ყოფილმა მეუღლემ და ილიამ შეთანხმებას მიაღწიეს. ჯორჯინამ სარჩელი გამოიტანა და მან ხელი მოაწერა შეთანხმებას იმ პირობებით, რომლებიც თავდაპირველად თოფურიამ შესთავაზა. ინფორმაციების უმრავლესობა, რომლებიც ბოლო პერიოდში ილიას შესახებ სოციალურ პრესაში გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად მადრიდში მისი სახლი, სადაც ვარჯიშობს და ყველაფერი აქვს მოწყობილი, არ იყიდება“ – ციტირებს Crystalsport-ი Marca-ს.

შეგახსენებთ, 2025 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ქართველი მებრძოლი განქორწინებისა და მეურვეობის საკითხზე სამართლებრივ დავაში იყო მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან.

Scroll to Top