რუსთაველის თეატრში ანრი ჯოძახის კონცერტი ანშლაგით მიმდინარეობს.
ანრი ჯოხაძე – ქართველ მსმენელს უკვე ათეული წლებია ანებივრებს თავისი შემოქმედებით. მუსიკოსი, არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ ის ასევე არაერთი სიმღერისა და მუსიკის ავტორიც არის. ანრი ჯოხაძეს უამრავ საერთაშორისო სიმღერის კონკურსზე აქვს აღიარება და სხვადასხვა ჯილდო მოპოვებული, მისი სიმღერები კი არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა რადიოებისა თუ ტელევიზიების რჩეული. 2015 წელს ანრი გახლდათ მეგა შოუ „ვოისის“ მწვრთნელი, ხოლო 2018 წელს მეგა შოუ „იქს ფაქტორის“ მწვრთნელი. მისი სოლო კონცერტები გამორჩეული და ყოველთვის გრანდიოზულია.
გთავაზობთ კადრებს რუსთაველის თეატრში მიმდინარე კონცერტიდან.





