2026 წლის 4 მარტს, მილანის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში „ლა ბრიჩოლა“ – “La Briciola”, გაიმართა განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა დავით გომართელს — საქართველოს გენერალური საკონსულოს პირველ მრჩეველს მილანში და ცნობილ ქართველ მომღერალს.

საღამოს ფარგლებში ოფიციალურად წარადგინეს პერსონალური სკამი მისი სახელით, რაც წარმოადგენს პატივისცემისა და აღიარების სიმბოლოს მისი დიპლომატიური საქმიანობისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

დავით გომართელი არა მხოლოდ დიპლომატია, არამედ ცნობილი მომღერალი და შემსრულებელია, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს საქართველოსა და იტალიას შორის კულტურული კავშირების გაძლიერებას.
ღონისძიება გაიმართა თბილ და ელეგანტურ გარემოში, რომელსაც ესწრებოდნენ სტუმრები და მეგობრები.
8 მარტს კი ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში, სასტუმროში Radisson Blu St. Helen’s Hotel, გაიმართა დავით გომართელის სოლო, საქველმოქმედო კონცერტი.

შემოსული თანხა მოხმარდება დუბლინში ქართული ტაძრისა და კულტურული სივრცის შეძენას.
კონცერტის ორგანიზატორები იყვნენ:
წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ეკლესიასთან არსებული ქართული კულტურის ცენტრი და ქართული დიასპორა ირლანდიაში.

ღონისძიების მხარდაჭერი იყო, საქართველოს საელჩოს ირლანდიაში.
კადრები კონცერტის დაწყებამდე:




