ცნობილ ქართველ კალათბურთელს გიორგი შერმადინსა და მის მეუღლეს, ანი ამაშუკელს ახლახან მეხუთე შვილი შეეძინათ.
ახალშობილ გოგონას იოანა დაარქვეს.
გიორგიმ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც თავის პატარა გოგონასთან ერთად არის გადაღებული.
„მადლობა უფალს პატარა იოანა შერმადინისთვის…“ – წერს გიორგი შერმადინი.