15 ივნისს, მომღერალმა ოთო ნემსაძემ და მისმა ჯგუფმა „ლიმბომ“ მეგობრებს „კავეა სითი მოლში“ უმასპინძლეს და ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართეს.
„მკიდია“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ოთო ნემსაძემ წარადგინა.
ოთო ნემსაძე:
„მოდი სიმართლეს ვიტყვი, ეს სიმღერა ჩემი მუსიკალურად სრულად გარდასახვაა, ერთ ჟანრში თავის დამკვიდრებაა. აქამდე უამრავ ჟანრში მიმღერია. ამის შემდეგ ასე აღარ იქნება. ეს სიმღერა არის ახალი ალბომის „გამხსნელი“ სიმღერა. ალბომსაც „მკიდია“ ჰქვია. ჯგუფ „ლიმბოსთან“ ერთად მრავალი წელია ვაკეთებ ქართულ როკ-მუსიკას. მგონია, რომ კლიპი ყველას მოეწონა. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ამის შემდეგ ძალიან ბევრ სიახლეს გპირდებით, ხშირად „შეგაწუხებთ“ ჩვენი ახალი ნამუშევრებით“.

აღსანიშნავია, რომ ლიპის პროდიუსერი მარიამ ლორთქიფანიძეა, სცენარისტი – სანდრო ლორთქიფანიძე, რეჟისორი – მახო ყიფიანი, კოსტიუმების მხატვარი – ნინა ჭინჭარაული, ხოლო ვიზაჟის მიმართულებაზე ფოფა ზურებიანმა იმუშავა. კლიპში „ლიმბოს“ წევრებთან ერთად თამაშობს პოპულარული მსახიობი ნანკა გვარი.
კლიპის პრეზენტაციის შემდეგ ოთო ნემსაძემ და კლიპის შემქმნელებმა მაყურებლების მხურვალე აპლოდისმენტები დაისახურეს. დამსწრე საზოგადოებას კი კლიპის გადაღების საინტერესო კადრებიც აჩვენს, რომელმაც არანაკლები მოწონება დაიმსახურა.
„მიუზიკ ბოქსმა“ რამდენიმე სტუმარს შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვა.
თიკა ჯამბურია:
„ძალიან მომეწონა კლიპი და სიმღერა. წარმატებებს ვუსურვებ, მთელ შემოქმედებით გუნდს. ეს ოთოს ჟანრია. ყველაფერი ძალიან ხარისხიანად გააკეთა და დარწმუნებული ვარ, ასე გააგრძელებს.“

მაია ჯაბუა.
„გულწწრფელად მინდა მივულოცო ოთოს. ძალიან მნიშვნელოვანია, მომღერალმა იმღეროს თავისი სიმღერა და თავისი ჟანრი. თავადაც აღნიშნა გამოსვლით სიტყვაში, „ბოლოს და ბოლოს იმას ვმღერი, რაც სულ მინდოდაო“. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. იმღერო ის, რაც ყველაზე მეტად გაბედნიერებს და დიდ სიამოვნებას განიჭებს. ვუსურვებ დიდ წარმატებას. დღევანდელი საღამოდან ძალიან ნასიამოვნები მივდივარ.“
დათო ფორჩხიძე:
„ოთო ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. მისი პირველი ნაბიჯებიდან მახსოვს. თვითონაც თქვა, იმის კეთება დავიწყე, რაც მინდოდაო, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება შემოქმედისთვის და არტისტისთვის. სიმღერაც და ვიდეოც ძალიან მომეწონა და ოთოს მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ.“
სპეციალურად საიტისთვის ფოტოები: დათუნა აგასი







