ფეხბურთელის ცოლობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.. – ბუდუ ზივზივაძის მეუღლე

0
2367

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ბუდუ ზივზივაძის მეუღლე ნინი კვერნაძე „იმედის დილის“ სტუმარი 0იყო.

მისი თქმით, ბუდუ ძალიან ყურადღებიანი მეუღლე და მამაა. 

„ბუდუ ამ მატჩებისთვის ემზადებოდა რადიკალურად განსხვავებულად, კვების რეჟიმიდან დაწყებული, ყველაფერი შეცვალა. ფეხბურთელის ცოლობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს – კარგია, რომ ბევრი მოგზაურობა გვიწევს, თუმცა ოჯახის წევრებთან დიდ დროს ვერ ვატარებთ. ბუდუ ბევრ რამეში მეხმარება – მორალურად გვერდით მიდგას, ბავშვის გაზრდაშიც ხელს მიწყობს. საჩუქრების ჩუქება უყვარს, თუ ვახსენებ, რომ რაღაც მომწონს, რამდენიმე დღეში მომიტანს” – ამბობს ნინი კვერნაძე. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here