10 დეკემბერს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. გარდაიცვალა ირინა კლდიაშვილი, საქართველოს სამარიტელთა კავშირის თანამშრომელი, ყოფილი მინისტრის, გოკა გაბაშვილის მეუღლე და რევაზ ლაღიძის შვილიშვილი…
ამ სამწუხარო ინფორმაციას ეხმიანება პროდიუსერი ანი ლაღიძე, რომელიც წერს:
„ეს რა ცუდი ამბავი მოგვივიდა სტამბულიდან, ღმერთო ჩემო. ვერ ვიჯერებ. სულ მქონდა იმედი, ჩემო ლამაზო და ტკბილო ირინა. ეს არ უნდა მომხდარიყო.
Lela Lagidze ლელაკო, შემოგევლე, სიტყვებს ვერ ვპოულობ. Tini Gabashvili Goka Gabashvili რა გითხრათ? რით განუგეშოთ? საშინლად ვწუხვარ…
უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…
Irina Kldiashvili ირინკა-ჩემი მამიდაშვილი“.
ირინა კლდიაშვილი რევაზ ლაღიძის ქალიშვილის, ლელა ლაღიძის შვილია.