სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი-რიტმი“ 2025 წლის სეზონი გაიხსნა – ვირტუოზმა კუბელმა პიანისტმა, რობერტო ფონსეკამ ჯგუფთან ერთად ქართველ მსმენელს თავისი ახალი ალბომი წარუდგინა

0
16
„თბილისი რიტმი“
„თბილისი რიტმი“

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი-რიტმი“ 2025 წლის სეზონი საზეიმოდ გაიხსნა.

4 მაისს, მარჯანიშვილის თეატრში,  ვირტუოზმა კუბელმა პიანისტმა, რობერტო ფონსეკამ ჯგუფთან ერთად თავისი ახალი ალბომი La Gran Diversión-ს  წარადგინა.

ეს არის მოგზაურობა კუბის ბობოქარ ოციან წლებში, მიპატიჟება ღამის წვეულებაზე, ცეკვებზე, რომლებიც ოსტატურად აერთიანებს ტრადიციებს, დიდოსტატებისგან მიღებულ განათლებას, გამორჩეულ ნიჭსა და ველურ თანამედროვე ჟღერადობას.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში 15 ივნისს, თბილისს, პირველად მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი, ლონდონის სამეფო ბალეტის პრიმა-ბალერინა,  ნატალია ოსიპოვა, ახალი საცეკვაო პროგრამით  „ბუნების ძალა“ (Force of Nature) ესტუმრება. წარმოდგენა, რომელიც გრიბოედოვის თეატრში გაიმართება, აერთიანებს, ნატალია ოსიპოვასა და ჯეისონ კიტელბერგერის ერთობლივ  ნამუშევრებს, ასევე ბრიტანელი და ამერიკელი ქორეოგრაფების მიერ დადგმულ ცეკვებს.

ფესტივალ „თბილისი რიტმს“, 9 სექტემბერს, გრიბოედოვის თეატრში, სახელგანთქმული ფრანგი  აკორდეონისტი, ასტორ პიაცოლას მუსიკის შეუდარებელი ინტერპრეტატორი, რიშარ გალიანო,  ტრიოსთან ერთად, ახალ ალბომს „ნიუ ვიაჯიო“ (New Viaggio) წარადგენს.

იხილეთ კადრები რობერტო ფონსეკას კონცერტიდან.