ცნობილი პლასტიკური ქირურგი, ციცინო შურღაია პოტკასტში „სტუმრად ანნასთან“ იმყოფებოდა, სადაც გაიხსენა, როგორ სცადეს მისი მკვლელობა.
წამყვანის კითხვაზე: ბევრჯერ ჩახედეთ სიკვდილს თვალებში, რა შეგრძნებაა ეს? – ციცინო შურღაიამ უპასუხა:
„მართალია, სიკვდილს ბევრჯერ გადავურჩი.
ერთხელ თბილისში ვიყავი ჩამოსული, სახლიდან გავედი მეორე დღეს დავბრუნდი. რომ ვბრუნდებოდი სისხლს რეცხავდნენ გარეთ ეზოში. მოვიდა მეზობელი და მითხრა – სიკვდილს გადაურჩი სახლში რომ არ იყავიო. თურმე ჩემი მეზობლის ბიჭს ესროლეს, რომელიც მეხუთე სართულზე ცხოვრობდა. ჩემი ფანჯრები იყო დაცხრილული. ქვედაბოლოზე შვიდი ტყვია იყო. ავიღე ეს შვიდი ტყვია ხელში. გამომძიებელი რაღაცებს მეკითხებოდა, მე კიდე ვფიქრობდი როგორ გადავრჩი. გავედი და წამებში მოხდა…
ერთხელაც იმ ადგილზე სადაც უნდა მივსულიყავი, 5 წუთი დავაგვიანე. 7 მანქანა იყო შეჯახებული და 4 დაღუპული.
ერთხელაც ერთმა გაზი დატოვა მოშვებული, ეტყობა ჩემი მოკვლა უნდოდა. ვიცოდი, რომ მისი გაკეთებული იყო, მაგრამ არაფერი ვუთხარი. ოჯახის წევრზე მაქვს საუბარი, თუმცა ვინაობას არ ვიტყვი“, – ამბობს ციცინო შურღაია.




