„სვეცკობა“ ოჯახების დანგრევა და ცოლის გამოყენება გგონიათ, დაე, იყავით“ – ბათუმში, ერთ-ერთ ბარში მომხდარი ინციდენტის დეტალები

0
1178

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე, სალომე უშხვანი ბათუმში, ერთ-ერთ ბარში მომხდარ ინციდენტზე სოციალურ ქსელში დაწერა.

ვერც ბათუმმა გიშველა და ვერც თბილისმა, „მანახე შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“. გუშინდელ ისტერიკებს ვინც შეესწარით „სოჰოში“, მე გიხდით ბოდიშს ამ „ქალის“ ნაცვლად…

ბევრგან და ბევრჯერ გავითვალისწინე ნიკო, ნიკოს თხოვნით ბევრჯერ დავხუჭე თვალი… მაგიდასთან მოვარდნა სახეში ჭიქის გადატეხვა და ის რაც ნიკოს დამართე ყელზე, სიქაჯის უკიდურესი გამოვლინება! (ფოტოს არ ვაქვეყნებ ჯერჯერობით…)) #სოჰო ფეის კონტროლო გაამკაცრე ან ქაჯებისთვის ცალკე ფართი გამოყავით! კამერების ნახვის შემდეგ დავწერ დანარჩენს,“ – დაწერა უშხვანმა

ნიკო ქართველის ყოფილი მეუღლე თაია ჭიჭინაძე სალომე უშხვანისა და მისი უახლოესი მეგობრის კონფლიქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მინდა, საჯაროდ გამოვხატო აზრი გუშინ კლუბ სოჰოში მომხდარ ინციდენტზე… მე ადამიანი ვარ, მე ქალი ვარ, მე შვილი და მეგობარი ვარ და ამ ადამიანებს თქვენდა გასაკვირად მე ვუყვარვარ..

ჩემს ემოციებზე და განვლილ რამდენიმე თვეზე ბევრს არ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცემა და აუცილებლად ყველაფერს მოვყვები, მხოლოდ ერთს გეტყვით – თავიდან დავიბადე და ყველაფერი თავიდან ვისწავლე, სიარულით დაწყებული და ცხოვრებით დამთავრებული… ამ ყველაფრის მომსწრე, ყველა ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა ეს გზა ჩემთან ერთად გაიარა..

მე ჩემი ქალაქი, ჩემი სახლი დავტოვე და ბათუმში გადმოვიხვეწე უთქმელად და პასუხგაუცემლად… მე ცოლი ვიყავი, რომელსაც ბევრის უფლება მქონდა, მაგრამ ეს სამარცხვინო სპექტაკლი დავტოვე…

თქვენ ვერ გაიაზრეთ და არ გაიაზრეთ, რომ ჩემს უკან არიან ადამიანები, რომლებიც პოპულარობის და სელფების გამო არ გაგიღიმებენ… ანი არის გოგო, რომელიც ჩემთან და ნიკასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ზუსტად იმავენაირად ზრუნავდა ნიკაზე და მის ოჯახზე, როგორც მე და ზუსტად იმავენაირად იცის სიმართლე, როგორც მე… და ჰო თქვენ თუ „სვეცკობა“ ოჯახების დანგრევა, ცოლის გამოყენება და სამი მილიონი ადამიანის წინაშე დამცირება და მერე თავაწეული სიარული გგონიათ, დაე, იყავით „სვეცკები“ და ჩვენ ვიქნებით „ქაჯები“.

მადლობა ანა იმისთვის, რომ არსებობ, იმისთვის რომ იზიარებ, იმისთვის რომ უპირობოდ გიყვარვარ…“ – წერს თაია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here