„სამჯერ მომიწია ცხოვრების ნულიდან დაწყებამ… ის ერთადერთი მამაკაცია, ვინც არ მიღალატებს და არც მიმატოვებს…“ – ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მორალურად სამჯერ განადგურდა, მაგრამ შეძლო ცხოვრების თავიდან დაწყება, ამჟამად კი მის ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცია, რომელსაც ენდობა:

„სამჯერ მომიწია ცხოვრების ნულიდან დაწყებამ. პირველად, როცა 29 წლის ასაკში დავემხე ნულზე ყველანაირად, პირადშიც, ფინანსურადაც და კარიერულადაც, მეორედ – 31-32 წლის ასაკში და წელიწადნახევრის წინაც ასე მოხდა. კარიერულად ვიყავი წელში გამართული, მორალურად კი – განადგურებული. ცხოვრების მესამედ თავიდან დაწყებამ რომ მომიწია, მივხვდი, რომ ძლიერი ადამიანი ვარ. სამჯერ დავძლიე სულიერი შიმშილი… გამოცდილებამ ხელი მომკიდა და აღარ დამაშვებინა იგივე შეცდომები, ასე ვთქვათ, მარტივად გამოვძვერი. გამოცდილებამ ის დრამატული ნეკა ხელში აიყვანა და აღარ აცადა, დამხობილიყო…

ლუკასი 11 წლისაა. მასთან განშორებას არ ვაპირებ, ყველგან წავიყვან, სადაც წავალ… მგონია, გვერდით დიდი მამაკაცი მომყვება, რომელიც სულ დამიცავს, არასდროს მიღალატებს, არასდროს მიმატოვებს და სულ ჩემ გვერდით იქნება…“

Scroll to Top