„სამუშაოდ ვიყავი ჩასული ერევანში და ექიმთანაც მივედი. გაუკვირდა, ორ თვეში ასეთ შედეგს არ ველოდებოდიო“ – რატომ გადაწყვიტა ლოლა წერეთელმა სახის პლასტიკური ოპერაციის საზღვარგარეთ გაკეთება

ლოლა წერეთელი

ლოლა წერეთელი ამჟამად ნიუ იორკში იმყოფება. მომღერალს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და ხშირად დაფრინავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კონცერტებით.

ახლახან ლოლამ სახის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და გაახალგაზრდავების ეფექტი მიიღო, თუმცა ამბობს, რომ საბოლოო რეზულტატის დასანახად კიდევ არის საჭირო დრო.

მომღერალი fortuna.ge-ს ნიუ იორკიდან ესაუბრა. გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.

პლასტიკურ ქირურგიას შევეხოთ. როდის გაიკეთეთ ზოგადად პირველი ჩარევა ამ კუთხით?

ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში პირველი ოპერაცია იყო რამდენიმე წლის წინ, როცა ბარიატრია გავიკეთე. იმ დრომდე არაფერი მქონდა გაკეთებული. შემდეგ გავიკეთე ცხვირის ოპერაცია, რადგან წონის დაკლების შემდეგ ცხვირი წინ წავიდა. მესამე კი – სახის ოპერაცია, ახლახან გავიკეთე. ერთ-ერთ პლასტიკურ ქირურგთან რომ მივედი კონსულტაციაზე საზღვარეთ, ასაკი მკითხა, ამ წელს 60 წლის გავხდები-მეთქი, რომ ვუპასუხე, გაუკვირდა, მომღერალი ხართ და პირველად იკეთებთ პლასტიკურ ოპერაციასო? ასე გამოვიდა (იღიმის)…

რეაბილიტაციის პერიოდი არ იყო მძიმე?

რომ ვიღვიძებდი, მქონდა ტკივილები, გამაყუჩებლები რამდენიმე საათს მშველოდა, თუმცა ტკივილის ატანა შემიძლია.

თქვენს ექიმთან გიწევთ მისვლა?

უკვე ვიყავი ერთხელ. სამუშაოდ ვიყავი ჩასული ერევანში და ექიმთანაც მივედი. გაუკვირდა, ორ თვეში ასეთ შედეგს არ ველოდებოდიო.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

Scroll to Top