მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი” 27-ე სეზონს წარმოადგენს.
ფესტივალის რიგით მე-2 საერთაშორისო დადგმა „ლაპის ლაზული” 12,13 ნოემბერს გაიმართება მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე.
ბილეთები იყიდება ონლაინ tkt.ge-ზე
იდეის და დადგმის ავტორი // ევრიპიდის ლასკარადისი
კომპოზიტორი და ხმის დიზაინი // გიორგოს პულიოს
სცენის მხატვრობა // სოტირის მელანოს
კოსტიუმის მხატვრობა // ქრისტოს დელიდიმოს და ელეგია პაპაგეორგუ
იდეა განხორციელდა //ანგელოს ალაფოგიანის, მარია ბრეგიანის, ეფტიცია სტეფანუს, დიმიტრის მაცუკას და სპიროს ნტოგასთან ერთად
ხანგრძლივობა // 80 წუთი
ახალი წარმოდგენით „ლაპის ლაზული“ ევრიპიდის ლასკარიდისი სულ ახლახანს დაუბრუნდა ფართო მაყურებელს. სპექტაკლი, რომელიც საშემსრულებლო ხელოვნების მრავალფეროვან ტიპებს, სტილს, ფორმებს, ესთეტიკას და კულტურულ ეპოქებსაც კი აერთიენებს, ბავშვების იმპროვიზირებულ თამაშს მოგაგონებთ. თუმცა ბავშვური ოცნების, შიშების, მოლოდინის, გმირობის თუ უსუსურობის ამბის მიღმა, ძლიერი პოლიტიკური აზროვნება, ისტორიული ცოდნა, თუ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებათა კოდი იკითხება.
წარმოდგენის თანაპროდისუერები: პარიზის „დე ლა ვილ“ თეატრი, ფინეთის „ესპო“, ესპანეთის „ტეატრო კანალ“, ფრლორენიის პერგოლას თეატრი, ემილია რომანას ეროვნული თეატრი, ტურინის სახელმწიფო თეატრი და ფესტივალები: „აპერტო“ (იტალია),Big Pulse Dance ალიანსი, პრაღა (ჩეხეთი), იულიდანსი (ჰოლანდია),One Dance Festival (ბულგარეთი).
ლასკარიდისი, მისი უნიკალური ხელწერით, რომელიც მუნჯ კინოს, ანიმაციას, თოჯინების თეატრს, თანამედროვე ცეკვას, ფოტოგრაფიულ კადრებს, ლეგენდარულ იაპონურ „ნო“ თეატრის მეთოდს წააგავს, ჩვენი დროის ეგზისტენციალურ კრიზისს უპირისპირდება და გაურკვევლობითა და ომებით გამორჩეულ ეპოქაში, ხელოვნებას როგორც კაცობრიობის შუქურას გვთავაზობს, ქაოსის ფონზე. სამი ნამუშევრის დასრულების შემდეგ – RELIC (2015), TITANS (2017) და ELENIT (2019) – რომლებსაც მუდმივად იწვევენ მსოფლიოს წამყვან სცენებზე, ევრიპიდის ლასკარიდისი ახალი საერთაშორისო კოპროდუქციით „ლაპის ლაზული“ 2024 წლის აპრილის თვეში დაუბრუნდა ფართო მაყურებელს „ონასის სტეჯის“ სცენაზე.
სპექტაკლი, რომელიც საშემსრულებლო ხელოვნების მრავალფეროვან ტიპებს, სტილს, ფორმებს, ესთეტიკასა და კულტურულ ეპოქებსაც კი აერთიანებს, უნიკალურ ჰიბრიდს წარმოადგენს, სადაც მაგია უამრავი წვრილმანი და ყოვლად მოულოდნელი საგნებისა მაყურებელს აჯადოებს. მის ნამუშევრებში განსხვავებულ, ხშირად საპირისპირო იდეების გაუცნობიერებელ ასიმილაციას და მათ დახვეწილ შერევას ვუცქერთ. სადაც ხელოვანი დაკვირვებით იკვლევს ყოველდღიურ ცხოვრებას – წვრილმან დეტალებს, კოლექტიურ ქვეცნობიერს, წარმოსახვითსაც და აბსურდულსაც. იგი მუდმივად აკვირდება ადამიანის მდგომარეობის მოულოდნელ მიდრეკილებებს, რომ სპექტაკლად აქციოს ეს პროცესი. ასეთი ტრანსფორმაციის და უცნაური გარემო ებების უწყვეტი კვლევით, ლასკარიდისი მიზნად ისახავს ხელახლა შექმნას შთამბეჭდავი და იდუმალი სამყარო, რომელსაც არც თუ ისე ადვილად ერგებიან მისი უცნაური, მაგრამ მიმზიდველი პერსონაჟები.
მისი ახალი ნამუშევარი სახელწოდებას (Lapis Lazuli) ნახევრადძვირფასი ქვისგან იღებს, რომელიც ცნობილია თავისი გასაოცარი ლურჯი ფერით. ლაპის ლაზული მეტამორფოზული ქვაა, რომელიც ცნობილია მაღალი წნევის ქვეშ თავისი არაპროგნოზირებადი ქცევით. ტუტანხამონის ნიღბიდან დაწყებული, ტიციანის რენესანსული ხანის ნახატებამდე, თუ ივ კლაინის პოსტმოდერნისტულ მონოქრომატულ ნამუშევრებამდე, ქვამ ბრწყინვალე ნამუშევრების მთელი ლეგიონი დაამშვენა, თავისი კაშკაშა და იდუმალი ფერით. ლათინური სიტყვის “lapis” (ქვა) და არაბული “lāzurd” (ღია ლურჯი) შეერთებით, ქვას არა მხოლოდ სახელწოდება, არამედ ხასიათიც შეიძინა. მას ხშირად სპარსულ სიტყვას “lājevard” (ლაჟვარდ) მიუსადაგებენ, რაც ქართულად სამოთხეს ნიშნავს, ამიტომ ხშირად ლაპის ლაზულს „სამოთხის ქვასაც“ უწოდებენ.
დადგმის სასაცილო პოეტიკის მიუხედავად, ლასკარიდისი ბუნდოვან წყლებში ეშვება, სადაც ოსტატურად ამხელს კოლექტიური ფსიქიკის მახრჩობელ ძალას. იგი აუდიტორიას იწვევს გამოიკვლიოს არასასიამოვნო კავშირი ტერორსა და იუმორს, გამეტებასა და შეწყალებას, ნაცნობობასა და გაუცხოებას შორის. სწორედ ასეთი საწინააღმდეგო პოლუსების შეხვედრისას შეიძლება აღმოვაჩინოთ და შევაფასოთ ჩვენი თანდაყოლილი, შინაგანი კულტურით დაწესებული საზღვრები და თეატრის მიერ დასმულ მარადიულ შეკითხვას, თუ სადაა საზღვარი რეალურსა და წარმოსახვითს, მატერიასა და სულს, ცნობიერსა და არაცნობიერს შორის, თამამად გავცეთ პასუხი. არის თუ არა ასეთი შედეგი ხელოვნების მისია? თანაც, როგორც ამბობენ თეატრის ფენომენის ამოხსნისას, მოჯადოებული რჩები. ასეთია ლასკარიდისის დადგმა. მომაჯადოებელი და განსაცვიფრებელი.