„როცა ძალიან გამიჭირდება, ან ძალიან შემეშინდება, ვფიქრობ – გიო, დამეხმარე“ – ნათია ბანძელაძე

0
624

„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე ნათია ბანძელაძე სტუმრობდა.

ნათიამ ცხოვრების რთულ მომენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეუღლის სიახლოვეს ახლა ყველაზე მეტად გრძნობს.

„ვფიქრობ, ახლა ყველაზე მეტად არის ჩემთან და ყველაზე მეტია, ვიდრე ოდესმე. 32 წელი ისე ვიცხოვრეთ, რომ არ მითქვამს, სად ხარ.. როცა ძალიან გამიჭირდება, ან ძალიან შემეშინდება, ვფიქრობ – გიო, დამეხმარე და საიდანღაც ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ზუსტად ისე მეხმარებიან, როგორც გიორგი დამეხმარებოდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს არასდროს დავუტოვებივარ! ამ ადამიანებს მიგზავნის, რომ მარტო არ ვიყო.

როდესაც შვილიშვილი გაჩნდა, თითქოს მრცხვენოდა გიორგის, რომ მას არ შეეძლო ამ ბედნიერების გაზიარება, ამ სიხარულში ის არ იყო. საშინელება იყო ამ დიაგნოზის გაგება, თითქოს დავიკარგე, სამყარო გაქვავდა. ყველაზე მძიმე იყო სახლში მარტო დაბრუნება. შემეცოდა გიორგი, ვერ გავიმეტე ამისთვის. შინაგანად ძალიან ცარიელი ვარ, ხანდახან ძალიან მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს. მივდივარ ხოლმე და წერილს ვუტოვებ და არ არსებობს, ხანდახან ფუტკარი მოფრინდება ზამთარში, ხან ყვავილს მოიტანს ქარი. ეს ნიშნები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

გიორგი საოცარი ადამიანი იყო, მასზე საუბრით არასდროს დავიღლები”, – ამბობს ნათია ბანძელაძე.

ცნობილი მსახიობი, გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა. მსახიობი უკანასკნელ წლებში სიმსივნის დიაგნოზით მკურნალობდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here