რიკი მარტინი საქართველოში ჩამოდის – სად გამართავს კონცერტს და რა ღირს კონცერტზე დასასწრები ბილეთები

რიკი მარტინი

რიკი მარტინი საქართველოში ჩამოდის და რუსთავში კონცერტს გამართავს.

როგორც ირკვევა, პოპ-ვარსკვლავი საქართველოს საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში ეწვევა და შოუ გააერთიანებს არტისტის ისეთ ცნობილ ჰიტებს, როგორებიცაა Livin’ la Vida Loca, Maria, She Bangs და Nobody Wants to Be Lonely.

ლათინური პოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი კონცერტს 16 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართავს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.მათი ფასი კი 200, 300 და 1500 ლარია.

Scroll to Top