მსახიობი და პაროდისტი ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას მსახიობის მეგობრები და კოლეგები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ალეკო თეთრაშვილის შესახებ სტატუსს აქვეყნებს მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია.
„საოცრად დამენანა, გუშინ ჩვეულებრივ ნინოობას ულოცავდა ხალხს, ყველა დღესასწაულს მილოცავდა მეც და უცებ აღარაა საოცარი ადამიანი… დღეს არის, ხვალ აღარ, ხოდა, სანამ დღეს ვცხოვრობთ და გვაქვს შანსი, მხოლოდ კარგი ვაფრქვიოთ“, – წერს თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში.
ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. არსებული ინფორმაციითვე, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემაა.