რატომ გადაიფიქრეს ერთ თვეში ნუცა ქირიამ და აჩიკო ნიჟარაძემ ამერიკაში ცხოვრება

0
801

ნუცა ქირია, რომელიც მაყურებელმა, დაახლოებით, ერთი წლის წინ პროექტ „მიმღერედან“ გაიცნო, სადაც ის მეუღლესთან, მომღერალ აჩიკო ნიჟარაძესთან ერთად მონაწილეობდა, ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმაზე, თუ რატომ გადაიფიქრეს ერთ თვეში მან და მისმა მეუღლემ, აჩიკო ნიჟარაძემ ამერიკაში ცხოვრება.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– მე და აჩიკოს გადაწყვეტილი გვქონდა, ჩვენს შვილებთან ერთად ამერიკაში წავსულიყავით და რამდენიმე წელი იქ გაგვეტარებინა. ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდით. იქ გვინდოდა საცხოვრებლად გადასვლა და ფეხის მოკიდება. ჯერ ვიზაზე იყო პრობლემები. ჩვენ გვქონდა, მაგრამ ჩვენს პატარას – არა. როგორც იქნა, ესეც და სხვა პრობლემებიც მოვაგვარეთ და წავედით. თავდაპირველად, გადაწყვეტილი გვქონდა, რომ მინიმუმ ორი წელი იქ უნდა გვეცხოვრა. ბავშვებს სკოლაში ევლოთ, გვემუშავა და ასე შემდეგ, ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, აბსოლუტურად სხვა სამყაროში მოვხვდით. იქ მანამდეც ვიყავით ნამყოფი და ასე თუ ისე რაღაც წარმოდგენები გვქონდა, მაგრამ როდესაც ბავშვებით მიდიხარ, როცა უკვე სახლიც გაქვს და სამსახურიც, სულ სხვა ყოფილა. თავიდან ხომ ორ წელს ვგეგმავდით, მაგრამ ერთი თვის თავზე აჩიკომ მითხრა, მგონი ორი წელი ძალიან ბევრია და მოდი, ერთ წელიწადში წავიდეთო. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. შემდეგ ექვს თვეზე ჩამოვედით, ბოლოს კი გადავწყვიტეთ, ბილეთები გვეყიდა და მეორე თვის ბოლოს წამოვსულიყავით (იცინის). ასე დასრულდა ჩვენი ცხოვრება ამერიკაში. ჩვენი ამერიკული ოცნება სულ რაღაც ორთვიანი აღმოჩნდა.

ინტერვიუ იხილეთ ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here