„პირველი დაბადების დღე შენთან ერთად“ – სალომე უშხვანმა საკუთარ დაბადების დღეზე მეუღლეს ემოციურად მიმართა

სალომე უშხვანი იუბილარი გახლდათ.

მან დაბადების დღე მეუღლესთან, ნიკო ქართველთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა.

სალომემ დაბადების დღეზე უამრავი მილოცვა და კომპლიმენტი მიიღო.

თავად კი სოციალურ ქსელში მეუღლეს მიმართა:

„პირველი დაბადების დღე შენთან ერთად. ბევრჯერ მითქვამს, ორი ადამიანის ურთიერთობას მესამე ვერ გაიგებს-მეთქი. ნეტავ, ჩემსავით გიყურებდეს ყველა, ჩემსავით ხედავდნენ, რამდენად მაღალი ხარ შენი ჰუმანურობით და ადამიანობით…“, – წერს სალომე ნიკოს შესახებ.

Scroll to Top