ნუცა ბუზალაძე: „ჩემი მიზანი იყო ჩემი თავის გამოჩენა ამ ქვეყანაში, ახლა არის მიზანი, აქ ბევრი პროექტი მქონდეს, მაქსიმალურად ვიყო დაკავებული…“

0
203

ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ პირველი ტურიდან მეორე ტურში გადავიდა. მან შეძლო და მოხიბლა მსოფლიო ვარსკვლავები, ლაიონელ რიჩი, კეტი პერი და ლიუკ ბრაიანი, მათგან რჩევებიც და ოქროს ბილეთიც მიიღო, რაც ჰოლივუდში გამგზავრებას და მეორე კასტინგში მონაწილეობას ნიშნავს.

ნუცა ბუზალაძემ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ინტერვიუ მისცა და პირველ კასტინგზე და მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა:

„მადლობას გიხდით ასეთი მხარდაჭერისთვის, რასაც ვგრძობ ყოველ წამს. ყოველდღე ჰოლივუდზე ვოცნებობდი ბავშვობიდან. იმდენად მქონდა თავში ჩადებული, რომ ეს ასე მოხდებოდა… ყველაფერი შენ თვითონ უნდა მოიძიო, იმუშაო, ყველაფერი გააკეთო. არასდროს არაფერი მეზარება. ყველა კონტაქტსა და შესაძლებლობას ვიყენებ ხოლმე და აქაც ასე გავაკეთე. ძალიან დიდი ხანი მინდოდა ამ პროექტში მოხვედრა და რთული გზაა გასავლელი, სანამ იმ ოთახში შესვლა. მინდოდა, ახალგაზრდებისთვის მოტივაცია მიმეცა.

ვრცლად…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here